ფრედერიკ ბეგბედერი და მე

ფრედერიკ ბეგბედერი – არც კი ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი ემოცია, სიმპათია და სიყვარული ამ მწერალის მიმართ . არ ვიცი რა დავწერო, ან როგორ დავწერო ეს ყველაფერი . ეხლა 12:39 საათია და თავში არაფერი მომდის გაარდა იმისა , რომ ამ ადამიანზე ისე იდიოტურად ვარ შეყვარებული , გადავწყვიტე სანამ დავიძინებ მასზე დავწერო , ანუ რამე ვიბოდიალო .

პირველი რამ , რაც თვალში მომხვდა და ჩემში სიმპათიები გააღვიძა ეს იყო ბეგბედერის დამოკიდებულება ოჯახისადმი . დამოკიდებულება მისი წარსულისადმი .  ის ყველაფერი , რა ფრედერიკმა გაგვანდო , არ არის ჩემთვის უცხო .. ეს მწერალი იმდენად ახლოსაა ჩემთან , იმდენად ახლოსაა ჩემს სულიერ მდგომარეობასთან და  იმდენად გავს მისი განვლილი ცხოვრება ჩემს წყეულ ცხოვრებას რომ ….

ფრედერიკის ბავშობა : ფრედერიკ ბეგბედერმა ბავშვობა დაივიწყა , არ ახსოვს ბავშობის მნიშვნელოვანი დეტალები და იგი წერს რომ თავი სამყაროსგან მოწყვეტილი ჰგონია , რადგან სამყაროს აქვს არქეოლოგიურად გამოკვლეული წარსული , მას კი – არა , თვლის რომ საკუთარი ნაკვალევი გაქცეული ბოროტმოქმედივით წაშალა …

– თუ კოშმარული ბავშვობა არ მქონია , რატომ ამყოფებს ტვინი ჩემს მეხსიერებას ძილის მდგომარეობაში ?

 ფრედერიკისგან განსხვავებით მე ჩემი კოშმარული ბავშვობის 30% მახსოვს და ისიც ბუნდოვნად … იმედია მომავალში ეს 30% გახდება 5% … ფრედერიკისგან განსხვავებით მე ბავშვობის დავიწყებას ვცდილობ , ის კი გახსენებას … მას დაავიწყდა მისი ბავშვობის კარგი და ცუდი მოგონებები და ცდილობს მათ გახსენებას … მე კი ვცდილობ მხოლოდ კარგი მოგონებების გახსენებას , მაგრამ კარგი მოგონების ნაცვლად ცუდი მოგონება ამოტივტივდება ზღვაში ჩაძირული გემის რაღაც ნაწილივით და მის უკან ჩაძირვას ან ნაპირზე გამორიყვას ვცდილობ . ამიტომ , რა აზრი აქვს ისეთ კარგი მოგონებების გახსენებას რომლის ნაცვლად ცუდი მოგონება გახსენდება ?  ვცდილობ არ ვიფიქრო და დაუფიქრებლად წავშალო ის ყველაფერი რაც წარსულთან მაკავშირებს , ჩემს ბავშვობასთან , ჩემს ოჯახთან … იმიტომ რომ ბევრი კარგი არაფერი ყოფილა …ხოლო კარგი რაც იყო ის ცუდი გახდა , ცუდ მოგონებად გადაიქცა და ისიც მოვისროლე ‘დამვიწყებელ ნაგვის ყუთში’ … ეს არის ჩემი იძულებითი ამნეზია .

ფრედერიკს ოჯახთან დაკავშირებით ისეთივე მოსაზრება აქვს როგორიც მე ; – შეიძლება ითქვას , ყველა ოჯახს თავისი დანიშნულება აქვს , თუმცა ჩემს ოჯახს არც ისე ხანგრძლივი, იგი აერთიანებს ისეთ ადამიანებს რომლებიც წესიერად არც იცნობენ … 

ბავშვობაში , არდადეგების დროს ხშირად ხედავ მთელს შენს ტომს . მერე მშობლები ეყრებიან , მამას  ნაკლებად ხედავ, იწყება აბრაკადაბრაკა: ოჯახის ერთი ნახევარი ქრება. მერე იზრდები, არდადეგებიც უფრო იშვიათად გაქვს , დედის სანათესაოც გშორდება. მერე მხოლოდ ქორწილში, ნათლობაზე და დაკრძალვაზე ხვდებით ერთმანეთს. განქორწინებისას არავის ხვდები , რადგან ასეთ დროს მოსაწვევებს არ გზავნიან .როცა რომელიმე ჩვენგანი რომელიმე ძმიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავს ან საშობაო საღამოს მართავს , ყოველთვის მოიძებნება წაუსვლელობის მიზეზი.იმდენი რამე გაწუხებს , გეშინია რომ ყველაფერს გამოგიმზეურებენ , დაგაკვირდებიან , გაგაკრიტიკებენ , საკუთარ ადგილს მოგიჩენენ, იმად გაღიარებენ რაც ხარ და ზუსტად განგსჯიან , რომ ვერსადაც ვერ წახვალ . ოჯახი იმ მოგონებებს გახსენებს , რაც უკვე წაშლილი გაქვს  და თან გსაყვედურობს უმადურ ამნეზიას. ოჯახი თავსმოხვეულ მოვალეობათა უწყვეტობაა და იმ დაგეშილ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ადრეულ ასაკიდან  ბოლოს მოღებამდე გიცნობენ.

მეტი რაღა დავამატო , ყველაფერი ნათქვამია ზუსტად და გარკვევით … ოჯახი ერთი დიდი თავის ტკივილია , მოსაწყენი და მოვალეობებით დახუნძულული … ალბათ ბევრი არ დაგვეთანხმება მე და ბეგბედერს , მაგრამ გულის სიღრმეში ყველამ უკეთ იცით რომ ეს სიმართლეა …

****

ბევრი ვიფიქრე წერა გამეგრძელებინა, მაგრამ თავში არაფერი მომდის რომ კლავიატურაზე გადმოვალაგო და გაგიზიაროთ … ეხლა 1:34 საათი შესრულდა და ჩემი ტვინი Loading ... პროცესსშია …😀 მგონი რაც მინდოდა უკვე ვთქვი და ყველაფერი გაიგეთ

დრო და მამაჩემი …

მამაჩემი … მამა … ჩემი მამიკო …

მახსოვს , ბავშვობაში როგორ მეთამაშებოდა მამა , მოჰქონდა ჩემთვის ბევრი ტკბილეული და ჩახუტებით მასაჩუქრებდა❤

კიდევ ისიც მახსოვს როგორ მასწავლა დროის ცნობა – საათზე და კალენდარზე  … თანაც ისე მონდომებით მასწავლიდა თითქოს ეს ყველაფერი საჭირო იყო  ჩემი არსებობისთვის და მათი ცოდნის გარეშე სუნთქვა გამიჭირდებოდა . მართლაც , მან თითქოს მასწავლა ის , რომ მცოდნოდა , რამდენი წყეული დღე და საათი გადავიტანე უმისოდ  …

სულ 1165 დღე 19 საათი და 23 წამია რაც მის გარეშე გავძელი … და დროის ათვლა გრძელდება , გაგრძელდება ალბათ მანამ სანამ , ჩემი სამყაროში არყოფნის დროის ათვლას დაიწყებს ვიღაც  .. ალბათ დაიწყებს …

ო, როგორ მაკლია და როგორი სიცარიელეა ჩემში ,ჩემს ირგვლივ , თითქმის ყველგან …. უარაფრობისგან დაღლილი , ვგლოვობ და განვიცდი უმისობას …

არა თავად მის სიკვდილს კიარა .. რაღაც ისეთს განვიცდი რაც მისი სიკვდილის შემდეგ წამართვეს … წამაგლიჯეს … ხელიდან გამომცალეს … მამაჩემს კიარა იმ რაღაცას ვდარდობ … მამაჩემი კი არ მაკლია და მენატრება , არამედ ის რაღაც მაკლია და მენატრება … ‘რაღაც ! ‘ – ის ენით აუღწერელი , დაუწერელი , უთქმელი და უსიტყვო რაღაც მაკლია რაც მამაჩემთან იყო დაკავშირებული … არ ვიცი რა ვუწოდო .. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ რაღაცისადმი დარდი და მონატრება იმდენად დიდია რომ …

ალბათ ის ‘რაღაც ‘ –  მამობრივი სიყვარული , ‘მამისებური’ რჩვები და მამის სითბოა . რაც უკვე 1165 დღეა მაკლია და დაცარიელებულ , უსულო არსებად მაგრძნობინებს თავს …

მამაჩემი …  მიცვალებულზე ან კარგი უნდა ილაპარაკო ან არაფერი … მე კარგსაც ვიტყვი და ყველაფერს იტყვი … ცუდსაც …

მამაჩემი – ის და სიფიცხე ძმები იყვნენ . ფიცხი ადამიანი იყო , ბრაზიანი … ხშირად ბრაზობდა და ამის მიზეზს ვერ ვხვდებოდი მანამ სანამ არ გავიზარდე … მივხვდი იმას , თუ რით იყო გამოწვეული მამაჩემის სიბრაზე და სიფიცხე , ეს მისი , ანუ ჩვენი ოჯახის წევრების გამო იყო … ჩემი უსამართლო ოჯახის წევრების გამო ,  რომლებისთვისაც მამაჩემი ერთადერთი დასაყრდენი იყო . მამაჩემი იყო ის , ვინც მათ  გააჩნდათ და ვერ აფასებდნენ … მისგან მეტს მოითხოვდნენ … ის რაც უფრო მეტს აკეთებდა , ეს მათთვის საკმარისია რასოდეს ყოფილა და  მით უფრო მეტს ითხოვდნენ მისგან. ამიტომაც გახდა ის და სიფიცხე ერთმანეთისთვის განუყოფელი ნაწილი . და ზუსტად ასე ვარ მეც . მამაჩემის შემდეგ ჩემსკენ გამოიშვირეს ხელი … ეხლა ჩემგან მოითხოვენ მეტს და რაც უფრო მეტს  ვაკეთებ მით უფრო მეტს ითხოვენ . ეხლა სიფიცხე ხდება ჩემი მეგობარი … სიფიცხე , სიბრაზე და აგრესიულობა  …  და რაც უფრო გადის დრო მით უფრო უკეთ მესმის მამაჩემის …

ბევრჯერ შევსწრებივარ მის ჩხუბს ჩემს ოჯახის წევრებთან.. ხშირად უჩხუბიათ მას და დედაჩემს. ხშირად ეჩხუბებოდა ბებიაჩემს  და შენიშვნებს ჩემს დასაც აძლევდა … მიუხედავად ამ ყველაფრისა , მას ძალიან  !!!! ძალიან კეთილი გული ჰქონდა !  … მიუხედავად ამ ყველაფრისა ის მაინც მამა იყო და მაინც გვიყვარდა ყველას … მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი  , მაგრამ ეხლა ვხვდები თუ რატომ აკეთებდა მამა ასე , თითქმის იგივე სიტუაცია მაქვს მეც … თითქოს მე დავიკავე მამას ადგილი სახლში და მთელი მისი ტვირთი მე დამაწვა მხრებზე …

მამა  !! მამამაჩემო , ჩემო მამიკო …. ო ! რა რთული და აუტანელი ყოფილა ეს ყველაფერი ! …. რა რთული ყოფილა, ითმინო ყოველივე ეს … ეს აუტანელი არსებები , ეს აუტანელი წურბელები ! , რომლებიც ძალიან მიყვარს , და შენც ძალიან გიყვარდა … რა რთული ყოფილა მათი სიყვარულის გულით ტარება და ამის არ დაფასება … მამა, ჩემო მამა ….

მისი სიფიცხის მიუხედავად არასოდეს მიგრძვნია მამაჩემის მიმართ ბრაზი და სიძულვილი …  ერთხელ მხოლოდ წყენა ვიგრძენი და ისიც მწარედ  . გულს მიკლავდა … მაშინ მართლაც ღირსი ვიყავი რომ მამაჩემი გამჯავრებოდა , მაგრამ იგი მოვიდა და ბოდიში მომიხადა  … ის ამაყი , ოჯახის ბურჯი ! და ფიცხი კაცი ჩემს წინ იდგა თავჩახრილი და ბოდიშს მიხდიდა … – ‘მაპატიე რომ გაგიჯავრდი … ‘ – ასე არასოდეს მოქცეულა  , ბოდიში არავისთვის მოუხდია მათთვის ვისაც უჯავრდებოდა და შენიშვნას აძლევდა …. ბოდიშის მოხდა კიარ უტყდებოდა , არამედ თვლიდა რომ ის სწორი იყო და არ იყო საბოდიშო არაფერი … მერე მთელი კვირა ნანობდა მის საქციელს , მიუხედავად იმისა რომ იმ წუთშივე გამიქრო წყენა მისი ჩახუტებით, მაინც იყო მის საქციელებში რაღაც  ბოდიშისმადაგვარი რამ , რაც უფრო მიკლავდა გულს ..

ის ერთადერთი ადამიანი იყო რომელიც ჩემში ხედავდა მომავალში დიდ , სახელგანთქმულ და მამაც ქალს❤ ერთადერთი იყო რომელიც დამიჯდებოდა და მუდამ მესაუბრებოდა ჩემს მომავალზე , როგორი უნდა ყოფილიყო იგი … ის ისეთი უნდა ყოფილიყო როგორიც მე და მამაჩემს მოგვწონდა … სამწუხაროდ ჩემი მომავალი აღარ გამაჩნია და დღეს , ცხოვრება მაქვს ისეთი წყეული როგორიც არ გვინდოდა გვქონოდა მე და მამაჩემს …

წარმომიდგენია რა მტკივნეული იყო მისთვის , სიკვდილის წინ ჩემს მომავალზე საუბარი … ცრემლმორეული მელაპარაკებოდა და ვუსმენდი .. მითხრა რომ საკუთარი თავის იმედი უნდა მქონოდა  და თავი არ დამეკარგა … სამწუხაროდ , თავიც დავკარგე და ყველაფერი რაც კი გამაჩნდა .. ყველაფერი იმ საფლავში ინახება სადაც , ის იქცა მიწად …

მაგრამ მე მართლაც გავხდი ის ძლიერი და მამაცი ქალი , რომელიც მამაჩემს უნდოდა და ჰქონდა წარმოდგენილი … მე ვარ მამას საყავრელი გოგო , მამას ძლიერი და მამაცი გოგო …. მე ვატარებ იმ ტვირთს და უდიდეს ტკივილს , რასაც უსაყვარლესი ადამიანის სიკვდილი ჰქვია ! ადამიანის რომელსაც ჩემი იმედი ჰქონდა მუდამ … ადამიანი რომელსაც ვუყვარდი მთელი მისი არსებით და არასოდეს მიბრაზდებოდა …

ჩემი დამპალი ცხოვრება , უგულო და ‘უარაფრო მე’ …

როგორ ძალიან გინდა  ! და როგორ ძალიან ცდილობ , რომ შეცვალო შენი ცხოვრება თავიდან ბოლომდე  … შეცვალო და დაივიწყო ყველაფერი , ყველა დეტალი , ყველა ის ადამიანი რომელიც მოგბეზრდა და ყველა ის დღე,  რომელიც მათთან ერთად გაატარე .. მაგრამ ამის ტრაკიც არ გაქვს ! ზოგჯერ , როცა გაიფიქრებ ამ ყველაფერს  მეორე წუთს ხვდები ,  რომ ეხლა გეზარება და შემდეგისთვის გადადებ ‘ცხოვრების თავიდან დაწყების საქმეს’ …

მძულს ! ჩემი ბოზური  , ნაბიჭვრული , უინტერესო და ჩათლახი ცხოვრება !!!!

დავიწყოთ სამსახურით …

– სამსახური , ადგილი რომელსაც დიდხანს ვეძებდი , ადგილი რომელსაც ვერ ვიტან … უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს  და მაინც  იქ ვარ , ვმუშაობ , ვწვალობ , ჩემი უფროსების უაზრო მითითებებს ვასრულებ , თანამშრომლების ადგილზე დახრჩობა მინდება და ნერვებს ვიდღნავ … და გრძელდება ასე .. ყოველ დღე , კვირის გარდა … ხანდახან კვირა დღესაც მეორდება იგივე და ასე გადაბმულად … მერე მივეგდები დაღლილი საწოლზე და ვგრძნობ რომ ჯერ საკუთარი თავი მეზიზღება და მერე სხვები…

სამსახურს ნამდვილად აქვს დადებითი თვისებები … ჩემს შემთხვევაში ის არის დადებითი რომ იმდენად დამღალა და გამომფიტა , სურვილი მაქვს ცხოვრება თავიდან დავიწყო ..

მაგრამ მეზარება !…. 1 თვეში დავიწყებ ახალ ცხოვრებას😀

კიდევ , სიძულვილი ყველასა და ყველაფრის მიმართ გააორმაგა !

კიდევ , თუ აქამდე განვიცდიდი უსექსობასა და უსიგარეტობას ..  და მეშინოდა სახლში ამის შესახებ არ გაეგოთ ეხლა . უსიგარეტო დღეებიც აღარ არსებობს , ვეწევი იქ სადაც მინდა და როცა მინდა ,  სექსიც მაქვს … თუ გაიგეს და ამ ორი უბრალო მიზეზის გამო , სახლიდან გამომაპანღურეს ,  სადარდებელი ნამდვილად არ მექნება იმაზე , თუ სად წავიდე … წასასვლელიც მაქვს და ფულიც საკმარისი მაქვს რომ მარტომ გავიტანო თავი .. სხვათაშორის ასე უფრო მყოფა ჩემი ხელფასი და ვეღარ წამაცლის ჯიბიდან ფულს დედაჩემი , საცოდავი თვალებით და თხოვნით …❤

ალბათ ეხლა გაიფიქრეთ თუ რა უსამართლო , უგულო და საზიზღარი ადამიანი ვარ … ალბათ ასეა ….

მაგრამ ! სინამდვილეში , მე ახლა ძალიან გურწფელი ვარ .  ჩემი გულწრფელობა იმან გამოიწვია რომ დავიღალე !!!!!!! და არავინ მყავს ისეთი , რომ ამ თემაზე საუბრის ღირსად ჩავთვალო … მხოლოდ ჩემი გაჩხიკინებული ბლოგი და უცხო ადამიანები მყვანან , რომელიც დადებით და პოზიტიურ კომენტარებს მიწერენ (ამის შემდეგ ეჭვი მეპარება რამე დადებითი და პოზიტიურის დაწერა მოგაფიქრდეთ ) … და ვფიქრობ , ვიღაც ხომ მაინც კითხულობს ამ წყეულ ნაწერებს?! … ვიღაც , რომელიც სადღაც შორს , სახლში , თბილად მოკალათებულა კომპიუტერთან და ჩემს ბლოგს კითხულობს …

მეგობრები …

პრაქტიკულად მყვანან , თეორიულად ყველა მეზიზღება … მიმაჩნია რომ ისინი კრეტინები არიან … საცოდავი არსებები რომლებიც არ იციან რა უნდათ … არ იციან მეგობრობა  , არ იციან რა არის თავისუფლება  , ახალგამოჭეკილი კვატის ჭუკებივით ერთნაირი ბრბო ! რომელიც დროის გასვლის შემდეგ ჭუკებისგან განსხვავებით არ იცვლებიან , არც გარეგნულად , არც შინაგანად .. სულ ასეთი უინტერესო და ‘ერთნაირები’ არიან . თითქოს ყველა ერთნაირადაა დაპროგრამებული , არცერთი არ არის განსხვავებული …  ჯერ ხომ აზრებიც ერთნაირი აქვთ და მერე ჩაცმის სტილი, გარეგნობაც … მოკლედ ყველანაირად უინტერესო ‘კუკლები’

მათთან თავს ისე ვგრძნობ როგორც ზანგი ,  რასისტ თეთრკანიანთა ბრბოში …

რატომ ვარ ამ ადამიანებთან ? – ამ კითხვას საკმაოდ ბევრჯერ ვუსვამ საკუთარ თავს და პასუხი არ მაქვს … ალბათ იმიტომ რომ იდიოტი ვარ ..

სასწრაფოდ უნდ ამოვიშორო თავიდან ისინი … სასწრაფოდ…

ოჯახი …

საერთოდ ასეა , ოჯახზე ან კარგი უნდა ილაპარაკო ან გაჩუმდე და სააშკარაოზე არ გამოიტანო შენი ოჯახური ამბები …

მაგრამ არა !  ოჯახიც ისეთივე უინტერესოა როგორიც მეგობრები … ზოგიერთი მათგანი დასანახად ვერ იტანს ერთმანეთს და აფირისტობენ …

ჩემი ოჯახი დიდია … ბევრი წევრისგან შედგება .. მაგრამ არავინ არაფერს არ წარმოადგენს ჩემთვის …

დედაჩემის , და მამაჩემის გაყინული საფლავის ქვის  გარდა … არავინ …

თითქოს ყველას მიმართ თბილი და მოსიყვარულე ვარ … ყველა მიყვარს  , ყველას ამბები მაინტერესებს ..

მაგალითად :

მაინტერესებს რა იყიდა ჩემმა დამ .

მაინტერესებს  ვინ აჩუქა ყვავილები ჩემს მამიდაშვილს .

მაინტერესებს როგორ არის მამიდაჩემი  უცხო ქვეყანაში .

მაინტერესებს როგორ ჰყავთ ჩემს ბიძაშვილებს შეყვარებულები და როდის მოიყვანენ ცოლად მათ …

მაინტერესებს ვინ სცემა ჩემი სიძე  (ყველასთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ამის გამო !❤  ) 

სინამდვილეში კი ყველა მკიდია !!! არ მაინტერესებს და არავის დანახვაც არ მინდა … არც მათ შეკრებებზე დავდივარ და არც ვეხმიანები … მიზეზად კი სამსახურს და დროის უქონლობას ვასახელებ (აი სამსახურის კიდევ ერთი დადებითი თვისება !) სიმართლე გითხრათ არც ისინი იკლავენ თავს მოკითხვით …

ჰოდა მინდა რომ ყველაფერი შევცვალო …ყველა ზედმეტი ტვირთი , ის რაც მაწუხებს მოვიშორო . ყველაში დადებითი მხარე ვეძებო და  რაღაცაში მაინც დავინახო პოზიტივი …

მაგრამ ახლა მეზარება …. მომდევნო თვეში დავიწყებ ახალ ცხოვრებას …

10 რამ , რასაც არასოდეს ვიზამ !

1.არასოდეს გადავიხდი ტანსაცმელში , ფეხსაცმელში და ჩანთაში 70 ლარზე მეტს … (ვინც 150–190– 200 ლარს ხარჯავს მათში სრული იდიოტია !)

2. არასოდეს ვინანებ ადამიანის დაკარგვას (მე არავის ვკარგავ , მე ყველას ვუფრთხილდები , ხოლო ვინც მიდის ისინი მკარგავენ მე , ჰოდა ერთი მაგათი დედაც! სანანებლად არ ღირს .)

3. არასოდეს დავანებებ თავს სიგარეტს ! ^_^❤  (მერე რა რომ “ჯერჯერობით ”  სახლში არ იციან და ჩუმად ვეწევი)

4.არასოდეს დავივიწყებ ჩემთვის მნიშვნელოვან ხალხს (მათ შორის ყოფილ მეგობრებს😦 )

5. არასოდეს ვაპატიებ საყვარელ ადამიანს ღალატს , ან სერიოზულ ტყუილს .

6. არასოდეს გადამიყვარდება ყავა ! ^_^❤

7.არასოდეს დამავიწყდება პირველი კოცნა

8. არასოდეს ვიქნები სხვისი საკუთრება …

9.არასოდეს ვიქნები ამპარტავანი  და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ხიხო :დ

10.არასოდეს დავივიწყებ ერთს !!!!!!!

უაზრო – მე

რამდენი ხანია არ შემოვსულვარ აქ და არ დამიწერია რაიმე ^^ .

ხოდა ეხლა აქ ვარ❤

ახალი წელიც გავიდა , თითქმის გავიდა …  ყველაზე უინტერესო  ახალი წელი მქონდა , იმიტომ რომ უაზრო ვარ და  უაზროდ ვარ. ვიჯექი სახლში , ჩემს ოთახში , ჰოდა ფეიერვერკის და სხვა ათასი ასაფეთქებლების ფონზე ვკითხულობდი “შიმშილის თამაშებს” …მერე ფილმებსაც ვუყურე , ბევრი ვიტირე და ბევრიც ვიცინე❤

მერე ფილმები მომბეზრდა და აივანზე ვიჯექი სიგარეტით ხელში და სამაყროს ვუსმენდი …

მესმოდა ახალი წლის სიხარულით გამოწვეული ბედნიერი ხმები .

ვერ ვხვდებოდი მათი ბედნიერების მიზეზს და ვფიქრობდი იმას , თუ რა ცოტა სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის … თუნდაც ის ბედნიერება წამიერი იყოს …

ამბობენ როგორც გაატარებ ისეთი წელი გექნებაო … გამოდის , რომ მთელი წელი მარტოობაში და წიგნების კითხვით უნდა გავატარო .

ხოდა ძალიანაც კარგი ^_^❤

თქვენ კი , ჩემო მეგობრებო გილოცავთ❤ სურვილების ასრულებას და ყველაფერს კარგს გისურვებთ.

მინდა ეს 2015 წელი საუკეთესო წელი იყოს თქვენს ცხოვრებაში , კარიერაში და ა.შ.

იმსახურებთ ^^❤

99 ფრანკი

ფრედერიკ ბეგბედერი – გენიალური ადამიანი , გენიალური მწერალი რომელზეც ვგიჟდები …

99 ფრანკი – ეს არის  წიგნი , რომელმაც ბევრ  რამეზე დამაფიქრა ..

პირველად 16 წლის ასაკში წავიკითხე , და ისიც ნახევრად , კლასელს ჰქონდა მოტანილი და სკოლაში თავიდნა არ მაძლევდა  , ძალიან ვთხოვე  , დავპირდი გაკვეთილები როცა დასრულდება დაგიბრუნებ მეთქი , ხოდა დამრთო ნება , ერთი დღე ისე გავიდა თითქოს სკოლაში არც ვყოფილვარ , მოვწყდი სამყაროს და მთლიანად წიგნზე მქონდა ყურადღება გადატანილი … საერთოდ არაფერი არ მესმოდა არც არის ხმა გამიგია არც მასწავლებლის , ამის გამო რუსულის მასწავლებელმა გამომაგდო  გაკვეთილიდან , ხოდა წიგნთან ერთად გამოვედი გარეთ ,  ვიდექი ფანჯარასთან დასჯილი და კვლავ ამ წიგნს ვკითხულობდი , თვალი ვერ მოვსწყვიტე . სამწუხაროდ ბოლომდე ვერ მოვასწარი კითხვა😦

მერე მთელი 3-4 წელი წიგნს ვეძებდი და ბოლოს ვიპოვნე: ))) იმიტომ გმაიჭირდა ამ წიგნის პოვნა რომ , ავტორი ისეთ ინტიმურ თემებს შეეხო რომლებიც ცხოვრებისეულია . ძალიან ინტიმური… ამიტომაც უმეტესობა არ აღიარებდა რომ წიგნი ჰქონდა :დდ

10296590_643626299047758_221137675_n

აი ისიც❤

მოდი ვნახოთ საუკეთესო ფრაზები  99 ფრანკიდან რომელიც ძაან მომწონს❤

”როდესაც ქალი კაცს ეუბნება, რომ მისგან ბავშვს ელოდება, პირველი კითხვა,
რაც კაცს თავში უჩნდება, ის კი არ არის ”მინდა თუ არა ეს ბავშვი?”, არამედ
”ვრჩები თუ არა ამ ქალთან?””

‘ ის, რასაც ადამიანები სითბოს და სინაზეს უწოდებენ,
მხოლოდ და მხოლოდ განშორების შიშია.”

”საერთოდ, ქალები ეგრე ხართ: ან ძალიან გვიან ამბობთ ჰოს, როცა კაცი უკვე შეგეშვებათ, ან ძალიან ადრე, სანამ რამეს გთხოვენ”. – სწორია !😀
”რატომ ხდება ისე, რომ როცა შორდები, მაშინ ხვდები, როგორ გიყვარს? ნუთუ ვერ ხვდებოდი, რომ მხოლოდ ერთი რამ მინდოდა შენგან: ცოტა ტკივილი მოგეყენებინა ჩემთვის, სულ ცოტა ფილტვების ტკივილი”.😥

”რატომ არის ცხოვრება ისე მოწყობილი, რომ ყოველთვის ისინი მჭირდება,
რომლებიც ჩემთან არ არიან?

”… – მორალი, შეიძლება , ძალიან მოსაწყენი რამეა, მაგრამ ჯერჯერობით
ამაზე უკეთესი საშუალება სიკეთისა და ბოროტების გასარჩევად არ გამოუგონიათ!”

”მოკვდე – ეს ნიშნავს , გახდე ისეთივე თავისუფალი, როგორიც დაბადებამდე იყავი.”

”მართლაც ძნელია დაიჯერო, რომ არფრისთვის არ დაბადებულხარ, დაიბადე
მხოლოდ იმისთვის, რომ მერე მომკვდარიყავი. ეს არის და ეს. ამის მერე აღარ არის გასაკვირი, რომ დედამიწის ყველა მცხოვრები მეტ–ნაკლებად გარეკილია.”

აი ეს კი განსაკუთრებულად მიყვარს❤

10441331_1633642823528520_1872341839420823320_n

ამ მომენტზე ძალიან ბევრი ვიცინე😀😀😀  სამწუხაროდ ბოლომდე არ გადამიღია , ვისაც გაქვთ წაკითხული მიხვდებით ხოლო ვისაც არ წაგიკითხავთ , აუცილებლად წაიკითხეთ !!!

10418980_1632523553640447_678496438727405120_n